ძაღლმა მომნუსხველი გამოხედვითა და სილამაზით ინტერნეტი დაიპყრო – ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო და საინტერესო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო და საინტერესო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ამ ლამაზი ცუგას არშეყვარება უბრალოდ შეუძლებელია, მისი ადგილი ძაღლების სილამაზის კონკურსის მონაწილეებს შორის არის.

კადრებში ჩანს ჰასკის ჯიშის ძაღლი, ულამაზესი ღია ცისფერი თვალებითა და მომნუსხველი გამოხედვით. ცხოველი ისე ლამაზად უყურებს კამერას და ლოკავს თათს, რომ კომენტარებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები წერენ: „ძაღლში უფრო მეტი ქალურობაა, ვიდრე ჩემში“. ამ ძაღლის ყურება ცხოველთა მოყვარულებს ალბათ არასდროს მობეზრდებათ.