თბილისში სამი წლის ბავშვს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ეზოში თამაშობდა და მოულოდნელად გაუჩინარდა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისში, ზაჰესის დასახლებაში სამი წლის ბავშვს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში თამაშობდა და მოულოდნელად გაუჩინარდა.

ბავშვის სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.