საქართველოს ოქროს ხანა: უდიდესი და უმდიდრესი ევროპაში

საქართველოს სამხედრო ძალა იყო ევროპის უძლიერესი არმია სიდიდით, რაოდენობით, ხარისხით, აღჭურვილობითა და გაწვრთნილობით. საქართველოს ჰქონდა 90-დან 100 ათასამდე მეომრის გამოყვანის პოტენციალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ათი ოჯახიდან ერთი მებრძოლი გავიდოდა.
Sputnik

ვანო სულორი

XII –XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში ნამდვილი ოქროს ხანა იდგა და ჩვენი ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ეს იყო ეპოქა, როდესაც სამხედრო, ფინანსური და კულტურული თვალსაზრისით, გამორჩეულები ვიყავით კონტინენტზე და როგორც პოეტი მურმან ლებანიძე იტყოდა: „გამზადებულვართ ახალ ბიზანტიად“. 

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს საქართველოს ოქროს ხანის შესახებ.