საოცარი ვიდეო მამებსა და შვილებზე

ვიდეო მამებზე, რომლებიც დიდ დროს უთმობენ შვილებთან ურთიერთობას და მათ განვითარებაზე ზრუნავენ.
Sputnik

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: „ვისაც არ ჰყავს მამა, უნდა იყოლიოს“. ფილოსოფოსი იმას გულისხმობდა, რომ მამებს შვილების განვითარებაში იგივე წვლილი მიუძღვით, რაც დედებს. ორივე მშობლის სიყვარულს, ისევე, როგორც უარყოფას, შეუძლია მნიშვნელოვნად მოახდინოს გავლენა შვილის ემოციურ ბალანსზე, თვითშეფასებასა და გონებრივ ჯანმრთელობაზე.

„გახდე მამა ძალიან ადვილია, ძნელია იყო მამა“ – ამ სიტყვების ავტორი გერმანელი მხატვარი ვილჰემ ბუში გახლავთ.

სხვადასხვა საიტებზე, სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ დედებისა და შვილების გამორჩეულ სურათებს, ფოტოკონკურსებს, აი, მამებისა და შვილების კი – ნაკლებად. გადავწყვიტეთ გაჩვენოთ მამებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ საოცარი ვიდეო.