1900 წელს გადაღებული მზის დაბნელება – უნიკალური კადრები

ინტერნეტში 1900 წელს გადაღებული მზის დაბნელების კადრები გავრცელდა.
Sputnik

მზის დაბნელების ამსახველი პირველი კადრები „იუთუბზე“ შეგიძლიათ ნახოთ. ის 1 წუთსა და 8 წამს გრძელდება და აღწერს 1900 წლის 28 მაისს მომხდარ მზის დაბნელებას.

პირველი ჩანაწერი ჩრდილოეთ კაროლინიდან ბრიტანეთის ასტრონომიული ასოციაციის ექსპედიციისას ინგლისელმა ასტრონომმა ნევილ მასკელაინმა ტელესკოპისა და კამერის დახმარებით გადაიღო.

გამოქვეყნებამდე ეს კადრები ლონდონში მდებარე ასტრონომიულ ორგანიზაციაში ინახებოდა. ჩანაწერი მასკელაინის მეორე მცდელობის შედეგია, რადგან პირველი ჩანაწერი, რომელიც მან ინდოეთში 1889 წელს გადაიღო, მგზავრობისას დაზიანდა.