„პირველ ეტაპზე ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. დღეს, 20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, მეორე ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდა.