გახარია ხორავას საქმეზე: სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს.
Sputnik

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხადარი ტრაგედია იყო ჩემთვის სერიოზული პირადი გამოწვევა. სულ რამდენიმე დღის მისული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამან გარკვეულწილად განსაზღვრა იმ რეფორმების მიმართულება, რომლებიც დავიწყეთ. ამ ამბავმა გარკვეული დამღა დაასვა ყველა იმ ადამიანს, ემოციურადაც, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. გარწმუნებთ, არც ერთი დღე გამოძიება ამ მიმართულებით არ შეჩერებულა“, – ამბობს გიორგი გახარია.

მინისტრის თქმით, სანამ მშობლები არ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეზე ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, და მართლმსაჯულებამ სამართალი დააყენა, ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქნება დიდი ტვირთი.