ფესტივალი ანაკლიაში EchoWaves: ვარსკვლავთცვენა გარანტირებულია

მუსიკის გარდა, ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ ზიპლაინი, კალათბურთი, ფეხბურთი, იოგა და სხვა გასართობები.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. შვეიცარიული დუეტი Adriatique, გერმანელი დიჯეები Yokoo და Ben Klock, ჯგუფი ისრაელიდან Red Azes, იტალიელი DJ Tennis გამოვლენ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე EchoWaves, რომელიც საკურორტო დაბა ანაკლიაში 22-25 აგვისტოს გაიმართება.

ეს ფესტივალის სრული ლაინ-აპი არ არის. დანარჩენი მუსიკოსების სახელები მოგვიანებით ეტაპობრივად გამოცხადდება.

ბრიტანული ჯგუფი Incognito ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე წარდგება

პირველი ათასი ბილეთი „მულტიპასი" – აბონემენტები, რომლებიც ფესტივალის ოთხივე დღეზე დასწრებას გულისხმობს, უკვე იყიდება ონლაინ, ასევე ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფესტივალი EchoWaves პირველად ანაკლიაში 2018 წელს ჩატარდა ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც იმართება სერბეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიაში, რუმინეთში. ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი გამოვიდა.

მუსიკის გარდა, Anaklia EchoWaves სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა გასართობს, როგორიცაა ზიპლაინი, კალათბურთი, ფეხბურთი, იოგა, საპნის ბუშტების შოუ და მრავალი სხვა.

Anaklia EchoWaves სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.