ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები

ეს მცენარე საქართველოში ძალიან ცნობილია. როგორც ამბობენ, მის გარეშე არც ერთი სუფრა არ გაიშლება, ხოლო თუ გაიშალა და ის არ არის, არც არავინ მოისაკლისებს.
Sputnik

ამ დროს კი ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენ რაციონში.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ

ჯონჯოლი (Staphylea) — ჯონჯოლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. იზრდება ბუჩქის ან ხის სახით. ცნობილია მისი 11-მდე სახეობა. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი, რომელიც ქართლსა და კახეთშიც იზრდება. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში".

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ჟონჟოლს, კაპარს, კამპარს, ბოტიყვერას, თხაკაკალს.

ჯონჯოლისგან (გაუშლელი ყვავილებისგან) უმეტესად მწნილს აკეთებენ, მედიცინაში იყენებენ მისი თესლისგან მიღებულ ზეთს. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა კოლხური ჯონჯოლი.