ქუთაისში მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა

დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი  — Sputnik. ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. მამაკაცი, რომელიც დამხმარედ მუშაობდა, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.