ელენე ჯაფარიძე: ნეგატიური ფიქრი გავს გაფუჭებულ საჭმელს

ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე საუბრობს როგორ ვმართოთ ნეგატიური და აკვიატებული ფიქრები
Sputnik

„ფიქრი არის ჩვენი ინტერაქცია გარემო სამყაროსთან. მონოლოგია საკუთარ თავთან. თუ საკუთარ თავთან არ გაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, შენი საუბარი და მონოლოგიც მშფოთვარე და უკმაყოფილოა. ძირითადად მშფოთვარე ფიქრებს დაბალი თვითშეფასება იწვევს ან შიში, შიში იმისა, რომ ვერ შევძლებ, წავაგებ ან შევრცხვები - აღნიშნა ელენე ჯაფარიძემ.

ფსიქოლოგის განმარტებით, შეცდომების და მცდელობების არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ამ სქემის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით.