უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი: რომელ გუნდზე დადებს ფსონს მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ დაასახელა ამჟამინდელი ტურნირის ფავორიტი გუნდი და შესაძლო გამარჯვებული
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება.

2018/2019 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ინგლისური გუნდი - „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ლივერპული“ – 1 ივნისს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ქართველი ფეხბურთელის გოლი ევროპის ლიგის ტოპ-ათეულში მოხვდა

„სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, ჩემპიონთა ლიგისთვის თვალი მედევნებინა. თუმცა, ამსტერდამის „აიაქსს“ ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა და მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ვნახოთ, კარგი თამაში უნდა იყოს. ჩემი პროგნოზი უფრო „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ იხრება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში.

ამსტერდამის „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, შესანიშნავი გამარჯვებების სერიის შემდეგ „ტოტენჰემს“ ნახევარფინალის პირველი მატჩი 1:0 მოუგო, თუმცა მეორე მატჩში „ტოტენჰემმა“ „აიაქსს“ ანგარიშით 3:2 მოუგო და ფინალში გასვლა შეძლო.

„ლივერპულმა“ პირველ მატჩში „ბარსელონა“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა, ხოლო საპასუხო მატჩში „ლივერპული“ ოთხი გატანილი გოლით (4:0) ფინალში გავიდა.