როგორ დავგეგმოთ ივნისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ღამის მნათობი ყოველდღე გვეხმარება საქმეებში და ჩვენი წარმატება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, გამოვიყენებთ თუ არა მთვარის დახმარებას.
Sputnik

დადგა ზაფხული. ივნისის პირველივე დღეებში ბევრი ჩვენგანი მზადაა, დასასვენებლად წავიდეს, ან ახალი ძალებით შეეჭიდოს დასახული მიზნების განხორციელებას.

ვნებათაღელვანი სასიყვარულო ფრონტზე: ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მიზნებისა და გეგმების განხორციელება რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განაწილება, მთვარის რიტმებთან ჰარმონიულად მოქმედება და მანათობლის გავლენის სასარგებლოდ გამოყენება.

ნუ ეცდებით ყველა გეგმის ერთ დღეში განხორციელებას, არამედ მთვარის კალენდრის მიხედვით შეარჩიეთ თითოეული საქმისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე, რომელიც ციური სხეულის პოზიტიური ენერგიითაა დამუხტული და ისე იმოქმედეთ.

მთვარე თვის დასაწყისში – 3 ივნისს განახლდება. ახალმთვარეობა მთვარის ციკლის ხანმოკლე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ფაზაა. მთვარის ფაზების ადამიანზე გავლენის შესახებ წაიკითხეთ აქ.