რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რა მოხდა ლაგოდეხში: ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი მოიბა და წყალში გადაეშვა

მამაკაცის ახლობლების განცხადებით,  ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო სამუშაოები,  თუმცა, ამ ეტაპზე უშედეგოდ.

მომხდარის შესახებ დამატებითი  დეტალები უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  სამძებრო სამუშაოები დაკარგული ახალგაზრდა კაცის პოვნამდე არ შეწყდება.