თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი ესპანური „სევილიას“ კარში უეფას ევროპის ლიგის ამჟამინდელი გათამაშების საუკეთესო გოლების ტოპ-ათეულში მოხვდა და სიაში მეშვიდე ადგილზეა, ნათქვამია უეფას ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ოქრიაშვილმა თავი გასული წლის ოქტომბერში ასახელა, როდესაც „კრასნოდარის“ სახელით ასპარეზობდა. ჯგუფური სტადიის მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც შეცვლაზე 84-ე წუთზე გავიდა, ოთხი წუთის შემდეგ „კრასნოდარს“ ზუსტი დარტყმით გამარჯვება მოუტანა - 2:1.
აღსანიშნავია, რომ „სევილიას“ კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი ქართველი ნახევარმცველის შესრულებით კიდევ ერთი შედევრი-გოლის სარკისებური ასლი გახდა. 2016 წლის ნოემბერში ოქრიაშვილმა „კრასნოდარს“ ასეთივე დარტყმით „ზენიტთან“ მოგება ბოლო წამებზე მოუტანა.
რაც შეეხება 2018/2019 სეზონის უეფას ევროპის ლიგის საუკეთესო გოლს, ის გახდა ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე ფრანგული კლუბ „რენას“ ნახევარმცველის - ისმაილ სარას ზუსტი დარტყმა ჩეხური კლუბ „იაბლონეცის“ კარში.
Игравшие в России грузинские футболисты могут переехать на Кипр
ამჟამად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. თუმცა, კვიპროსის ზოგიერთი მედიის მონაცემებით, ოქრიაშვილი „ანორტოსისში“ გადასვლას აპირებს, სადაც მთავარ მწვრთნელად ახლახან თემურ ქეცბაია დაინიშნა.