თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია გაქურდეს

წაღებულია ფეხბურთელების ფორმები, ბურთები და მწვრთნელების ეკიპირება.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გიორგი ყიფიანის ინფორმაციით, წაღებულია ფეხბურთელების ფორმები, ბურთები და მწვრთნელების ეკიპირება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ აკადემია ვაკეში მდებარეობს.