ნათია სონღულაშვილი: დაკავებულია შვიდი მაღალჩინოსანი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ნათია სონღულაშვილი აჭარაში შვიდი მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტზე საუბრობს.
Sputnik

„დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გ.ე., აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ., აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ., ბათუმის ვიცე-მერი თ.პ., ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ., ბათუმის მერიის აიიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.“ – აღნიშნა ნათია სონღულაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა.