კლუბი „დელტა" საქართველოს ჩემპიონია

სამი წლის წინ შექმნილი კლუბი საქართველოში უძლიერესი აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საკალათბურთო კლუბმა „დელტამ" ფინალურ სერიაში „ქუთაისი" საერთო ანგარიშით 3:2 დაამარცხა და პირველად თავის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფინალური სერიის გადამწყვეტ მეხუთე მატჩში, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გუნდმა მასპინძლები ანგარიშით 82:78 დაამარცხეს.

გამარჯვებულთა შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი საბა ლობჟანიძე გამოდგა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა.

რაც შეეხება მთლიანი ჩემპიონატის MVP-ს, იგი „მგზავრების" მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა. სეზონის შედეგებით საუკეთესო მწვრთნელად ლექსო ლაფანაშვილი დასახელდა, რომელსაც გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ „დელტა" ახალგაზრდა კლუბია. იგი სამი წლის წინ შეიქმნა და ამ დროის მანძილზე შეძლო А ლიგიდან საქართველოს ჩემპიონატის სუპერლიგაში გადასვლა.