„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 მაისს

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), მეველეს, თრიალეთის, გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, გუდიაშვილის, ვანაძის, ასათიანის, ჯორჯაძის, ლეონიძის, ვასო აბაშიძის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, მანჯგალაძის, განათლების, მთაწმინდის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის და უკლებას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის II ქუჩის, ზიგზაგის, ბოგვის, ჟინვალის, გვაზაურის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაინის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაინების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და თანდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.