ტალინსა და ბათუმს ჩარტერული რეისები დააკავშირებს

ნებართვა ჩარტერულ რეისებზე 29 მაისს გაიცა.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ესტონური ჩარტერული ავიაკომპანია SmartLynx Airlines-ი ტალინი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს ივნის-ივლისში შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საჰაერო ხომალდი Airbus A320 ავიარეისებს 27 ივნისს, 4, 11 და 18 ივლისს შეასრულებს. ნებართვა ჩარტერულ რეისებზე 29 მაისს გაიცა.

SmartLynx Airlines Estonia ლატვიური ჩარტერული ავიაკომპანია SmartLynx со-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ფრენებს ევროპის, აზიისა და აფრიკის აეროპორტებში.

ტალინსა და ბათუმს ჩარტერული რეისები დააკავშირებს