„მშობლები ისე მიეჩვივნენ თავიანთ ბავშვებს, რომ მარტო ცუდს ხედავენ მათში. ვიღაცა ჩივის, რომ ბავშვი ზარმაცია, ან მეტისმეტად აზვიადებენ, რომ მათი შვილი გენიოსია. ან ერთი, ან მეორე. თუ ბავშვი ნიჭიერია არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი შვილი ასეთია. თუ შეუწყე ხელი იმ საგნებით, საუბრებით, რაც განვითარების საშუალებას მისცემს, ეს ნიჭი უფრო გაიფურჩქნება“, - ამბობს ამონაშვილი.
შალვა ამონაშვილი- პედაგოგი, ფსიქოლოგი, დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა, არის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოში დაწყებითი განათლების პრობლემებზე მასობრივ ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა.