ყვითელი ამბები

გამდიდრებული მსახიობები: ვინ რამდენი მილიონი იშოვა „სამეფო კარის თამაშებით“

ცოტა ხნის წინ მეისიმ ინტერვიუში თქვა, სერიალში მონაწილეობა იმისთვის მინდოდა, რომ ნოუთბუქი მეყიდაო. ახლა კი ის რამდენიმე მილიონი დოლარის მფლობელია...
Sputnik

საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ დასრულდა, მაგრამ მის შესახებ მითქმა-მოთქმა გრძელდება. მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რომელმა მსახიობმა რამდენი თანხა გამოიმუშავა გადაღებებზე და ვისთვის აღმოჩნდა ყველაზე ხელსაყრელი ტელეარხ НВО-სთან თანამშრომლობა.

ქვემოთ სერიალის გმირების შემოსავლებს გაგაცნობთ, რომლებიც „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა მათ განსაკუთრებული სისტემის მეშვეობით გადაუხადეს. სერიალის ავტორებმა საამისოდ ყველა მსახიობი სამ ჯგუფად - А, В და С კატეგორიებად დაყვეს.