თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლე ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს ბავშვის სქესი გაასაჯაროონ.
წყვილმა Instagram-ზე კრეატიული ვიდეო გაავრცელა, რომლითაც პასუხი გაეცა მთავარ კითხვას. ისინი სხედან წარწერის Boy or girl ფონზე, სადაც ბიჭი ჰელიუმის ცისფერი ბუშტებითაა აღნიშნული, გოგონა კი ვარდისფერით. მომავალი მშობლები ხსნიან ყუთს, საიდანაც რამდენიმე ცისფერი ბუშტი აფრინდა ცაში.
ხელმომწერების მილოცვები არ წყდება. ბერას და ნანუკას ბედნიერებას და ბევრ შვილს უსურვებენ.
„თქვენ ისეთი შესანიშნავი წყვილი ხართ! ისეთი პოზიტიური!!! ბედნიერებაა თქვენი ყურება! თქვენგან ისეთი სითბო მოდის. ბედნიერება თქვენს ოჯახს", „გილოცავთ, ბედნიერება თქვენ", „ღმერთმა ქნას, რომ ჯანმრთელი დაიბადოს! პირველი ბიჭი, მერე გოგოც იქნება", - წერენ ვიდეოს კომენტარებში ხელმომწერები.
ახალგაზრდებმა სიახლის შესახებ Instagram-ზე აპრილში დაწერეს. მათ ატვირთეს ფოტო, რომელზეც ისინი ჩახუტებულები არიან და ხელის გულზე ბავშვის თეთრი ფაჩუჩები უდევთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია ბერა და ნანუკა გააგრძელებენ ქართულ ტრადიციებს და შვილს ბაბუის, ბიძინას სახელს დაარქმევენ თუ არა.
ბერამ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში იქორწინა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა. 2019 წლის მარტში ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.