უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა.
Sputnik

29 მაისი, თბილისი, Sputnik. უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ შესაბამისი ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა. 

ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.

დღეს არსებული რეგულაციით, უბილეთოდ მგზრობა, ან 10-დან 16 წლამდე მგზავრის უბილეთოდ გადაყვანა 5 ლარით ჯარიმდება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი თანხა 50 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის ავტორები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.