ეს კოალა მოფერებაზე გიჟდება – სახალისო ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
Sputnik

ვიდეოში ჩანს კოალა, რომელიც მოფერებაზე გიჟდება. ის მონდომებით იკრავს გულში ადამიანის ხელს, რომ მოფერებით მიღებული სიამოვნება მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს. 

ჩანთოსანი დათვი, კოალა – ძუძუმწოვარი ცხოველია ჩანთოსნების რიგისა. გარეგნულად დათვს ჰგავს (აქედანაა მისი სახელიც). მისი სხეული სიგრძე 82 სმ (კუდი არ მოუჩანს), მასა 16 კგ-ს აღწევს. ფერად რუხია. გავრცელებულია ავსტრალიაში. ცხოვრობს ტყეში, ბინადრობს ხეზე. იკვებება ფოთლებით.