სურამელაშვილი: დავინახე ყურის ათლის პროცესი, მაგრამ ვიცი, რომ არ მოუკლავთ

მომღერალი გია სურამელაშვილი თავის თაყვანისმცემელ მამაკაცზე საუბრობს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდა.
Sputnik

 

„არ მეშვებოდა, სცენაზეც კი ამოდიოდა. ამ საქმეში ჩაერივნენ გავლენიანი პიროვნებები, დაცვაც და ხუდადოვის ტყეში წაიყვანეს. მეც ვიჯექი მანქანაში. დავინახე ყურის ათლის პროცესი, მაგრამ ვიცი, რომ არ მოუკლავთ. ძალიან ცუდად გავხდი“, ამბობს სურამელაშვილი.

მომღერლის თქმით, ამის შემდეგ ეს მამაკაცი არასოდეს დაკონტაქტებია.