ბათუმი ტურისტული ბუმის ზღვარზე - საკურორტო ქალაქის ფოტოები

Sputnik

ბათუმში ჯერ კიდევ სიმშვიდეა, თუმცა მალე ათასობით ტურისტი შეავსებს მის ქუჩებსა და სანაპიროებს. ტურისტული სეზონი ახლა იწყება, პიკი ჯერ კიდევ წინაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რისი გადაღება შეძლო ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასულმა სააგენტოს რეპორტიორმა

ბათუმი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტია. კურორტი გამორჩეულად უყვართ როგორც ქართველებს, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომელთა რაოდენობაც ყოველწლიურად მატულობს. ქალაქში გამეფებულია განსაკუთრებული გარემო, მისი კოლორიტი და არქიტექტურული სტილის კონტრასტი შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს ყველას.

ბათუმი ჯერ კიდევ ემზადება ზაფხულში ათასობით, უფრო სწორად კი - ათობით ათასი დამსვენებლის სამასპინძლოდ. ქალაქის ქუჩებში შესაძლებელია მშვიდად სეირნობა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ბათუმი მაისში.

 

1 / 15
რამდენიმე კვირაც და ბათუმის ქუჩებში გავლა ძალიან გართულდება
2 / 15
მანამდე კი ქალაქში შედარებით სიჩუმე და სიმშვიდეა, ტურისტული სეზონის პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა
3 / 15
ბათუმში ტურისტები არიან, მაგრამ ეს არ არის ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ყოველწლიურად ქალაქის ყველა კუთხეს იკავებენ
4 / 15
ახლა მშვიდად შეიძლება ბათუმის ბულვარში გასეირნება
5 / 15
და შავი ზღვის ულამაზეს ფონზე თევზაობა
6 / 15
სანაპიროზე ცოტა დამსვენებელია, თუმცა ეს სიტუაცია მალე რადიკალურად შეიცვლება
7 / 15
ბათუმში დამსვენებლებს ძირითადად ქალაქის პარკებსა და მწვანე ზონებში შეხვდებით
8 / 15
თუმცა არიან ისეთებიც, ვინც უკვე ზღვაში ხტება და ცურავს, მიუხედავად წყლის არაკომფორტული ტემპერატურისა
9 / 15
ალი და ნინო კვლავ იქცევენ ქალაქის სტუმრების ყურადღებას. ეს სკულპტურული კომპოზიცია უკვე გახდა ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი
10 / 15
თუმცა სხვა სიმბოლოებიც იხვეჭენ პოპულარობას. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სიყვარულსა და კეთილ გრძნობებს გამოხატავენ
11 / 15
უჩვეულოა ბათუმის ცარიელი ბულვარის დანახვა. ასეთი სურათი ზაფხულში ნამდვილად წარმოუდგენელია
12 / 15
შავი ზღვის სანაპირო ქალაქის გარემო სტუმრებს იზიდავს
13 / 15
არც აქვს მნიშვნელობა, ზღვის ნაპირზე იქნებით თუ ქალაქის ქუჩებში ისეირნებთ. ზღვის სურნელი, სუფთა ჰაერი და მზე ყველას მომენტალურად უმაღლებს განწყობას
14 / 15
ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო ასევე ეშმაკის ბორბალია. ის კარგად ჩანს ზღვიდანაც და ქალაქიდანაც
15 / 15
ბათუმში ტურისტების მისაღებად ემზადებიან. აქ ყოველ წელს შენდება ახალი სახლები, დასვენების ზონები და წესრიგდება სასტუმროები