ქალური ფორმები და ფოლადის პრესი: აზიის ჩემპიონატი ბოდიბილდინგში – ფოტო

Sputnik

აზიის ჩემპიონატი ბოდიბილდინგში პირველად ჩატარდა ყაზახეთის დედაქალაქში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ლამაზი და სპორტული სხეულების შთამბეჭდავი სურათები.

ნურ-სულთანში ისტორიაში პირველად გაიმართა აზიის ჩემპიონატი ბოდიბილდინგში. ღონისძიების მონაწილეებმა პუბლიკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ნავარჯიშები და იდეალური ფიგურებით. სპორტსმენებმა მაყურებლები შთააგონეს და სტიმული მისცეს, აიყვანონ თავი ხელში და იმუშაონ საკუთარ თავზე.

 

1 / 14
ბოდიბილდინგში ყაზახეთის თასისათვის და აზიის პირველობისათვის ბრძოლა ქალებსა და მამაკაცებს შორის ნურ-სულთანში ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში გაიმართა
2 / 14
შეჯიბრებები 24-26 მაისს გაიმართა. საპრიზო ადგილები ექვს კატეგორიაში გადანაწილდა
3 / 14
წარმატების მისაღწევად მონაწილეები, მუსკულების დემონსტრირების გარდა, არტისტიზმსაც იყენებდნენ
4 / 14
მიმიკები, ჟესტები და ყველაზე უბრალო მოძრაობებიც განსაკუთრებული სილამაზით სრულდებოდა
5 / 14
სხეულის ლამაზი ფორმები ნებისყოფისა და მიზანდასახულობის შედეგია
6 / 14
ჩემპიონატის მონაწილეების თქმით, ამ უნარების გარეშე ბოდიბილდერი პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება
7 / 14
ჩემპიონატის მონაწილე გოგონები გამოსვლის წინ ემზადებიან
8 / 14
გოგონები სცენაზე თავდაჯერებულობას ასხივებდნენ
9 / 14
კუნთიანი, გამომშრალი და პრაქტიკულად იდეალური - სწორედ ასე გამოიყურებოდნენ ჩემპიონატის მონაწილე მამაკაცები
10 / 14
მამაკაცები გოგონებს არ ჩამორჩნენ და არანაკლებ მოხიბლეს მაყურებელი რელიეფური სხეულით და ფოლადის პრესით
11 / 14
ასეთი ფოტოები კომენტარებს არ საჭიროებს
12 / 14
არნოლდ შვარცენეგერი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას საკუთარი ფორმის წყალობით მიაღწია, დიდი ხანია მსოფლიოს ბევრი ბოდიბილდერისთვის ორიენტირად იქცა
13 / 14
ბოდიბილდინგში რიგით 31-ე ღია თასის შესაჯამებლად მონაწილეებმა მიიღეს 41 ოქროს, 38 ვერცხლისა დ 32 ბრინჯაოს ჯილდო
14 / 14
აზიის ჩემპიონატზე მონაწილეებს გადაეცათ 35 ოქროს, 24 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს ჯილდო