ტრაგედია ტყიბულში: ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მაშველებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ნაშალი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვანახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

ტყიბულის კარიერში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია განმარტებას აკეთებს>>>

სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.

ტრაგედია ტყიბულში: კარიერში მიწა ჩამოიშალა და შუახნის მამაკაცი მოიყოლა

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა კომპანია „საქნახშირმაც". მათი განცხადებით, ნაშალი მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა 2010 წლიდან კომპანია „საქნახშირში" მუშაობდა და ელმავლის მემანქანე იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი კომპანიის შტატიანი თანამშრომელია, ორშაბათს მას უქმე დღე ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომპანია „საქნახშირი“ ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. იგი დაკავებულია ნახშირის მოპოვებით, გამდიდრებითა და გაყიდვით. „საქნახშირი“ საქართველოს ბაზარზე ნახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიაა.

ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. 2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში, რომლის მფლობელიც კომპანია „საქნახშირია“, მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, სამი კი დაშავდა. მოგვიანებით, 2018 წლის 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად კედლებმა დეფორმაცია განიცადა და ჭერი ჩამოიშალა. მაშინ დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი მუშა. მომხდართან დაკავშირებით ტყიბულში 25-ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურა.

კიდევ ორი მუშა დაიღუპა ტყიბულის კარიერში 2018 წლის 2 ივნისს.