რუსთავში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მილს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.