რატომ კეტავენ რიკოთის გვირაბს

გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შემოვლით გზაზე განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რიკოთის საავტომობილო გვირაბში 3-7 ივნისის პერიოდში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უპრეცედენტო პროექტი - რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალ მონაკვეთს აშენებენ

დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო დაწესდა.

კერძოდ, რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 3 ივნისის 08:00 სთ-დან 7 ივნისის 08:00 სთ-მდე აიკრძალება.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლით. დროის ამ პერიოდებში რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.