თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოკითხვის დროს დაკავებულმა პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის მუხლებით, რაც ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.