თბილისში რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერი სეტყვა მოდიოდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ინტერნეტში სტიქიის ამსახველი კადრები გაავრცელეს.
ძლიერი სეტყვა მოდიოდა ვარკეთილში, ავლაბარში, დიღომში, სანზონასა და გლდანში, მოგვიანებით კი რუსთავშიც დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია.
სინოპტიკოსების ვარაუდით, უამინდობა ხვალაც გაგრძელდება.