ინტერნეტი ახალმა ოპტიკურმა ილუზიამ წალეკა. ქსელში სპორტული ფეხსაცმელების ფოტო გამოჩნდა, რომლებსაც იუზერების ერთი ნაწილი ნაცრისფერ-მწვანე ფერებში აღიქვამს, მეორე – თეთრ-ვარდისფერში.
ეს ორი გუნდი ერთმანეთს კვლავ „სასტიკად“ დაუპირისპირდა. კვლავ იმიტომ, რომ ზუსტად იგივე მოხდა გარკვეული ხნის წინ, როდესაც მილიონობით ინტერნეტ-მომხმარებელი დავობდა კაბის ფერზე.
ფენომენი იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარი სახელიც კი შეიძინა: dressgate.