გურამიშვილის გამზირზე მაღაზიაში ამწე შევარდა: დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არიან

დაშავებულები რიგითი გამვლელები არიან. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ამწე შევარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ამწე მაღაზია „სუფთა სახლში" შევარდა. 

შემზარავი ტრაგედია სუფსაში: ავარიას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია.

დაშავებულები რიგითი გამვლელები არიან. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.