კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 26 მაისი – 2 ივნისის პერიოდში

ეს კვირა ზოდიაქოს პრაქტიკულად ყველა ნიშნისთვის დადებითი იქნება, ამიტომ ნამდვილად ღირს, რომ ზედმეტი განცდებისგან გათავისუფლდეთ.
Sputnik

ძლიერი პოზიტიური ფონი ნიშნავს, რომ სამყარო მუდმივად მოგვაწოდებს სხვადასხვა მინიშნებას. მოგვიწევს ინტუიციის ჩართვა, რათა ამოვიცნოთ უბრალო დამთხვევები და ბედისწერის მინიშნებები.

როგორი ზაფხული ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

როგორც წინა კვირის ასტროლოგიურ პროგნოზში ვისაუბრეთ, ამ კვირაში გავლენა ექნება იმას, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა 15 მაისს კუროს ნიშანში გადავიდა იქ 9 ივნისამდე დაჰყოფს.

ესაა რომანტიზმისა და შემოქმედების პერიოდი. ის ხელს უწყობს სასიყვარულო ისტორიების დაწყებას. ეს ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება. ეს პერიოდი იძლევა ენერგიას იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გამტკიცდეს, ან ახალი დაიწყოს.

ვარსკვლავები განწყობას მუდმივად იცვლიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, მის შენარჩუნებასა და ამ წარმატების გაზრდაში.