ლეფსვერიძე: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვალდებულია შეუწყვიტოს გაზმომარაგება, თუ...

„Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის გაზგამანაწილებელი კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე საუბრობს უსაფრთხოების ნორმებზე
Sputnik

„დღეს საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების წესების თანახმად სახლში შიდა დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მობინადრე. კანონმდებლობით, ჩვენი ვალდებულებაა წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბინაში შევიდეს ჩვენი სპეციალისტი და შეამოწმოს იქ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. ვალდებულები ვართ, პირველი მარტიდან პირველ მარტამდე, ყველა მობინადრესთან შევიდეთ, შევუმოწმოთ ქსელი, დანადგარები და მივცეთ მითითებები“ - აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

ლეფსვერიძის განმარტებით, არასწორად დამონტაჟებულ დანადგარების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არღვევს ტექნიკურ ნორმებს, კომპანია ვალდებულია შეუწყვიტოს გაზმომარაგება, დაადოს შესაბამისი ლუქი და შეადგინოს აქტი“