ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ზუგდიდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო განწყობით ხვდება.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსებულია ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, ზვიად გამსახურდიას სტენდი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია და ასევე მოწყობილია საბავშვო-გასართობი სივრცეები.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა შინაარსის სტენდი დაათვალიერონ და ასევე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ღონისძიება დასრულდება კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები - ნათია თოდუა, „ვაკის პარკი“, „რეზო და ბავშვები“ და „ნიკოლშოუ“.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.

 

ნიკა ლატარია.