თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცნობილი ქუჩა Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შესაბამის ვიდეოს ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია Taste Of Georgia „ტვიტერზე“ ავრცელებს. ვიდეოში ცნობილ Abbey Road-ს ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ხორუმის ცეკვით კვეთენ.
ქუჩა ცნობილია ასევე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფ Beatles-ის ამავე სახელწოდების ალბომის ყდით, რომელზე გამოსახული ჯგუფის წევრები გზას „ზებრაზე“ გადადიან. ფოტოსესია 1969 წლის 8 აგვისტოს შედგა. ფოტოგრაფ იენ მაკმილანს ფოტოს გადასაღებად ჰქონდა ათი წუთი - ქუჩის ეს მონაკვეთი პოლიციამ სპეციალურად გადაკეტა, რადგან მაშინ ის საკმაოდ ხალხმრავალი იყო. მაკმილანის მიერ გაკეთებული ექვსი ფოტოდან ერთ-ერთი ალბომის ყდაზე მოხვდა.