ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოავარია მოხდა

შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.