ქართველი კანოისტი პოლონეთში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულია

ზაზა ნადირაძემ ყაზახ და ბელარუს ნიჩბოსნებს გაუსწრო
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულია 200-მეტრიან დისტანციაზე.

ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ბუდაპეშტში ოქროს მედალი მოიპოვა

ნადირაძემ დისტანცია დაფარა 39,191 წამში და მეორე ადგილის მფლობელ ყაზახეთის წარმომადგენელ ტიმურ აიდაროვს (39,743) თითქმის წამის ექვსი მეათედით გაუსწრო. მესამე ადგილი ბელარუსმა არტიომ კოზირმა დაიკავა (39,819).

ნიჩბოსნობაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი გერმანიის ქალაქ დუისბურგში 31 მაისს - 2 ივნისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო (39.200). ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.