ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი აშენდება

მიწისძვრით დაზიანებული შენობის ნაცვლად, მუზეუმი ახალ შენობაში განთავსდება
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ონში მთავრობის განკარგულებით მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი აშენდება.

შეგახსენებთ, რომ ონში უკვე არის ერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1948 წელს აშენდა. თუმცა 1991 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუზეუმის შენობა სერიოზულად დაზიანდა.

რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება

იმ დროიდან თითქმის 30 წელიწადი გავიდა, მუზეუმის ექსპონატები კი დღემდე ამ ავარიულ შენობაში ინახება.

ამასთან ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მდიდარი ფონდი გააჩნია - 14 ათასზე მეტი ექსპონატი. მის კედლებში ინახება სხვადასხვა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატური კოლექციები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები და ძველი ბეჭდური წიგნები, ორიგინალური ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალები, ასევე ეკლესიების ორნამენტული რელიეფები, ბარელიეფები და სხვ.

ონში ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა ორსართულიანი იქნება. მუზეუმი იქნება ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირთათვის სრულიად ადაპტირებული.

რაჭა ევროპის კურორტებს კონკურენციას გაუწევს >>

ახალი მუზეუმი გააერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედითეკას და საგანმანათლებლო სივრცეს ბავშვებისთვის.