ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ სხვაობას

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს, როგორი ურთიერთობა აქვს უმცროს შვილთან, საბა კოდუასთან.
Sputnik

„იმის გარდა, რომ საბასთან მკაცრი ვარ, ვარ მეგობრულიც. გვაქვს გახსნილი თემები და მისი ცხოვრების მთავარ საკითხებს ყოველთვის მიყვება. სიყვარულის, სკოლის, ეზოს ამბებს მანდობს. თუმცა პატარა საიდულმო ყველას აქვს და საბასაც აქვს უფლება თავისი საიდუმლო ქონდეს. როცა მარიამი მიყვება თავის ამბავს, სხვანაირი რეაქცია მაქვს, თითქოს მეგობარი მიყვება. როცა საბა მიყვება, აი მაშინ ვიძაბები და დედის ინსტინქტი ირთვება“, - ამბობს ჟირჟოლიანი.

ტელეწამყვანის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ სხვაობას და იმას, ცხოვრების რა ეტაპზე აჩენ შვილს.