გაერთიანებული სამეფო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დედოფალმა დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დედოფალმა დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას“, - წერს მონარქი.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.