ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

განცხადებას თან ახლავს ვიდეო მიმართვა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არის ჩაწერილი
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დიპლომატმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ევროპის ერებმა საქართველოს დამოუკიდებლობა მისი გამოცხადებისთანავე 101 წლის წინ აღიარეს და დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ისე ძლიერად, როგორც არასდროს და განაგრძობს საქართველოს და მისი მოქალაქეების მხარდაჭერას“, – ნათქვამია წერილში.

განცხადებას თან ახლავს ვიდეო მიმართვა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არის ჩაწერილი.

 

„სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა კრებამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. რეზონანსული იდეოლოგიური დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა. ყველაფერი ეს თავისუფლების მოყვარული ერის სწორ ხედვას განაპირობებს“, – აცხდებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ.