თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცაიშის მონაკვეთზე ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა, შედეგად ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეფერხდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
სტიქიამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა
© photo: courtesy of Nika Lataria
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.
ვითარების გასაცნობად ადგილზე ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გიორგი შენგელიაც მივიდა.
სტიქიამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა
© photo: courtesy of Nika Lataria
ამ დროისთვის პრობლემა სრულად აღმოფხვრილია და მატარებლის მოძრაობაც აღდგა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები ბათუმშიც შემნა.
ნიკა ლატარია.