საქართველო, აზერბაიჯანი და რუსეთი გაერთიანებულ ელექტროენერგეტიკულ რგოლს შექმნიან

სამი ქვეყნის ელექტროსისტემების ოპერატორები ელექტროენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესების კუთხით მუშაობის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემების მუშაობის ტექნიკური დეტალები განიხილეს თბილისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამი ქვეყნის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების წარმომადგენლებმა, ნათქვამია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში.

რუსული კომპანია შესაძლოა საქართველოში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ AZERENERJI-ს და „რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის სისტემური ოპერატორის“ წარმომადგენლები.

„გადამცემი სისტემების ოპერატორებმა დაგეგმეს კოორდინირებული ნაბიჯები ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების კუთხით, განიხილეს ელექტროენერგიის გადადინების რეგულირების მექანიზმები და პარალელურ რეჟიმში მუშაობის ტექნიკური დეტალები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტები შეთანხმდნენ გაერთიანებული ელექტროენერგეტიკული რგოლის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაზე, რომელიც აამაღლებს სამი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემების მდგრადობას, გაზრდის ელექტროენერგიის ხარისხს, საიმედოობას და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობებს.