მსოფლიო დღეს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ლიონში პარასკევს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საელჩო ლიონში მყოფ პირებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ლიონში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ლიონში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქება ქაბულის მეჩეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

უწყების ცნობით, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში, საფეხმავლო ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი დანაღმული პაკეტი გახდა. აფეთქების ადგილი უსაფრთხოების პერიმეტრით არის შემოფარგლული, პოლიცია ამ რაიონში ყოფნას არავის ურჩევს.

„პირველადი ინფორმაციით, დანაღმული შეკვრა აფეთქდა ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე, ლიონის მეორე ოლქში, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე. ბევრი დაჭრილია“, - იუწყება გაზეთი Progrès.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულებს მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებათ.