ერთ დღეში მეორე შემთხვევა: თემქაზე მეშვიდე სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან ოთხ წლამდე ბავშვი გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გადარჩა.

ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღეს თბილისში ანალოგიური შემთხვევა დიდ დიღომშიც მოხდა - მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა.