დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პეკინის ქუჩაზე მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა

შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე ახლახან მოხდა. მცირეწლოვანი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შსს–ში ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.